17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
"რა ნიშნით გამოარჩიეს აბესაძე მაშინ, როდესაც მთელი მერია კორუფციის ჭაობშია ჩაფლული“ - ზაალ უდუმაშვილი

„მე მაინტერესებს, რა ნიშნით გამოარჩიეს აბესაძე, მაშინ, როდესაც მთელი მერია კორუფციის ჭაობშია ჩაფლული,“ - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მერიის მაღალჩინოსნის ოთარ აბესაძის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მერობის კანდიდატის თქმით, დედაქალაქის მერია კორუფციის მანქანად არის ქცეული. 

„ეს ადამიანი დაიჭირეს 3 ათასი დოლარის ქრთამის აღებისთვის, თუმცა ყველამ ვიცით, რომ დღეს მერიაში მილიონებს შოულობენ მაღალჩინოსნები და საინტერესოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი როდის დადგება. ზოგადად, კორუფცია ამ ხელისუფლების სტილია და შესაბამისად, თბილისის მერია იქცა ფულის კეთების დიდ მანქანად ამ ხელისუფლების პირობებში. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" იქნება მმართველობაში და თბილისში კორუფცია დასრულდება ზუსტად მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება წავა," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები