17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
უცხოელი დიპლომატების კრიტიკა მთავრობის მიმართ - ისინი სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზე საუბრობენ

უცხოელი დიპლომატები და ინვესტორები სასამართლო სისტემაში კორუფციასა და წინასწარ გარიგებულ საქმეებზე საუბრობენ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლისგან, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე დასკვნა წარუდგინა და სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზე ესაუბრა.

ხმაურიანი სხდომის შინაარსი ერთი თვის შემდეგ, ოფიციალური სტენოგრამიდან გახდა ცნობილი. ევროკავშირის ელჩი განმარტავს, რომ სასამართლო ნებისმიერი პოლიტიკური ან სხვა არასასურველი ჩარევისგან თავისუფლი უნდა იყოს.

კითხვაზე, საუბრობს თუ არ ამ პრობლემებზე ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრთან და როგორ რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება მაღალი რანგის დიპლომატის ასეთ განცხადებებზე, საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მიმზიდველია და ინვესტიციებიც სასამართლოს დამოუკიდებლობასთან ერთად იზრდება.

საბჭოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა. ფადი ასლი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, რომლებიც კანონზე მაღლა დგანან, უცხოელ ინვესტორებს ავიწროვებენ და მათ პრემიერმინისტრი ვერ აკონტროლებს.

ინვესტორთა საბჭოს ოქმში წერია, რომ მთვარობა პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს და სასამართლოში კომერციული და საგადასახადო პალატის შექმნაზე ფიქრობს, რომელიც მხოლოდ ბიზნეს დავებს განიხილავს.

დღის ამბები