17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოს წინაშე უნდა დაამტკიცოს - თურქეთის ელჩი

თურქეთის ელჩმა თურქეთში ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ სამხედრო გადატრიალების მცდელობა კიდევ ერთხელ დაგმო, საქართველოს ხელისუფლებას კი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრესკონფერენციაზე თურქეთის ელჩმა დემირელის კოლეჯის მენეჯერის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოს წინაშე უნდა დაამტკიცოს. ელჩის განცხადებით, თურქეთში დაწერილ საბრალდებო დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები, ადასტურებს, რომ ის იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. 

“წარმოუდგენელი და დაუშვებელია, რომ იმ ადამიანების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას დაემუქროს რაიმე საფრთხე, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ვერავინ დამისახელებს იმის კონკრეტულ მაგალითს, რომ იმ პირების მიმართ ვინც წარდგნენ სასამართლოს წინაშე, უსაფრთხოებას, წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ამის კონკრეტულ ერთ მაგალითს ვერავინ დამისახელებს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ორგანიზაციას, რომლებიც საზღვარგარეთ წერენ თავიანთ მოხსენებას და  წერის დროს მხოლოდ შორიდან გაგონილ ფაქტებს ეყრდნობიან“ - განაცხადა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

დღის ამბები