17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
თემურ ჯანაშიას საქმეზე სასამართლოში ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების სამი მოწმე დაიკითხა. მათ შორის სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

ჯანაშიას განმარტებით, ბრალდების მოწმემ დაადასტურა, რომ პროკურატურის მიერ გაფლანგვად შერაცხული ხარჯები ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის გამაჯანსაღებელ პროცედურებს და რომ სამედიცინო ხარჯების გაწევა დაცვის სპეციალური სამსახურის პირდაპირი ვალდებულება იყო. ამასთან, ბრალდებულის თქმით, პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

„პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი შეხება სამართალ არ აქვს. ეს არის ერთგვარი პიარპროცესი. პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტს უთვლის, რამდენი მედიკამენტი მიიღო, რა ოპერაცია გაკეთდა“,- განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პროკურატურა თანხების გაფლანგვას ედავება.

 

 

დღის ამბები