02 მაისი 2024,   02:11
ვრცლად
ტრაბზონთან ავარიის შედეგად დაშვებული ბავშვები სავარაუდოდ დღეს, საქართველოში დაბრუნდებიან

ტრაბზონთან მომხდარი ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მკურნალობის პროცესს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ოფისი კურირებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის უწყებებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შედგა.

„კურიერთან“ საუბარში დაშავებული ქორეოგრაფი აცხადებს, რომ არ იცის ზუსტად რა მოხდა. თუმცა, იხსენებს მძღოლის ნათქვამს, რომ მას სხვამ გადაუჭრა გზა.  

38 დაშავებული, რომელთა უმეტესობაც 9-დან 13-წლამდე ასაკის ბავშვებია, ოთხ კლინიკაშია გადაყვანილი. ბავშები, ამ ეტაპზე ტრაბზონის საკონსულოში იმყოფებიან და, სავარაუდოდ, ტრაბზონს დღეს დატოვებენ და საქართველოში დაბრუნდებიან. დაშავებული მშობლის განცხადებით, ის მძღოლის ჩაძინების ვერსიას გამორიცხავს და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან ფაქტის გამოძიების იმედი აქვს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულებს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდათ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აღნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდება, ბავშვების საქართველოში დროულად დასაბრუნებლად.

ავტობუსი, რომელსაც „ერისიონთან“ არსებული ცეკვის ანსამბლი "ლამპრები" ბულგარეთში გადაჰყავდა, გამთენიისას გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ამოყირავდა. 

ავტორი: თეა ვარშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები