26 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
ე.წ. "ქართველთა მარში" და უცხოელი ბიზნესმენების განწყობა მსვლელობის მიმართ

„საქართველო უცხოტომელების გარეშე!“ - ასეთი შეძახილით გადაადგილდებოდნენ აღმაშენებლის გამზირზე ე.წ. ქართული მარშისთვის შეკრებილები.

პარასკევს გამართული, ე.წ. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები ერთ კვირაში მმართველი გუნდისგან თანხმობას ელოდებიან, რომ ყველა მათ მოთხოვნაზე დაიწყება მუშაობა. აქციის ორგანიზატორები საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების ქვეყნიდან გაძევებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მათი თავშეყრის ადგილებზე საპოლიციო კონტროლის გამკაცრებას, ბინადრობის და მოქალაქეობის მინიჭების უფლების შეზღუდვას ითხოვენ.

ე.წ. ქართველთა მარშის მონაწილეები შეკრების მიზეზად „ქართველობის წართმევას“, ქართველობის გადარჩენას ასახელებენ.  აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები არღვევენ კანონს. 

აქციაზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იყვნენ, მათ შორის, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, ემზარ კვიციანი და "ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია.

„საქართველოს ხელისუფლება არის მონა უცხოელების ად ამიტომ არის, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში“ - აცხადებს ემზარ კვიციანი.

აქტივისტთა მსვლელობას და მათ მიერ გამოთქმულ ჰომოფობიურ განცხადებებს მათი ადრესატები ეხმაურებიან. აღმაშენებელზე რამდენიმე რესტორნის მფლობელი უცხოელი ბიზნესმენი აქციის მონაწილეების განცხადებებს აფასებენ და აღნიშნავენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ გამართული მარში მათ ცხოვრებაში არაფერს შეცვლის. ე.წ. "ქართველთა მარშის" მსვლელობის დროს მათ რესტორანი არ დაუხურავთ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი, სალომე ბეჟანიძე.

დღის ამბები