17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ქაოტური მშენებლობები - ზალიკო უდუმაშვილის ინიციატივები მერად არჩევის შემთხვევაში 

თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების შესაჩერებლად ინიციატივით გამოდის. მერობის კანდიდატი, იმ ინიციატივაზე საუბრობს, რასაც მერად არჩევის შემთხვევაში წესად აქცევს. ზალიკო უდუმაშვილი სამშენებლო კომპანიებისათვის დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე ფიქრობს. ამბობს, რომ პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.

მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ თბილისის მთავარი არქიტექტორი მხოლოდ თბილისის მერმა არ უნდა შეარჩიოს და ის მხოლოდ თბილისის მთავრობამ არ უნდა დაამტკიცოს. კანდიდატი მერად არჩევის შემთხვევაში პირობას დებს, რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსს თბილისის საკრებულო დაამტკიცებს და კანდიდატურა ფართო პოლიტიკური კონსესუსით შეირჩევა.

მშენებლობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ საკრებულოს დეპუტატებიც. მათი ნაწილი ზალიკო უდუმაშვილის ინიციატივას იზიარებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობისთვის ქალაქის მთავარი არქიტექტორი დედაქალაქის მერმა უნდა დანიშნოს.

თბილისის მოქმედი მერი აღიარებს, რომ მშენებლობები თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, თუმცა ფიქრობს, რომ ეს პრობლემა დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის დამტკიცების შემდგ მოგვარდება.

დღის ამბები