17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ცვლილებები თვითმმართველობის შესახებ კოდექსში - ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვს

თვითმმართველობის შესახებ კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე გიორგი მარგველაშვილს 4 დღე აქვს. პრეზიდენტი უმრავლესობის კრიტიკის ობიექტი ოპოზიციასთან დღევანდელი კონსულტაციების გამო კიდევ ერთხელ გახდა.

ოპოზიცია პრეზიდენტს ვეტოს დადებას ორ კანონზე სთხოვს. პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მმართველი გუნდი კი ქვეყნის პირველი პირის ვეტოს დასაძლევად უკვე ემზადება.

ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, რომ თვითმმართველი ქალაქების 12-დან 7-მდე შემცირება პოლიტიკური მიზნით მოხდა, რათა მმართველ პარტიას არჩევნების მოგება უფრო გაუადვილდეს.

„ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობის შესახებ კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გადალახვის შემდეგ, ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს.

თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შემდეგ ვეტოს გამოყენების თხოვნით პრეზიდენტს სამოქალაქო სექტორმა უკვე მიმართა.

არასამთავრობოების კრიტიკა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესმაც გამოიწვია, როდესაც თელავის, გორის, ზუგდიდის საკრებულოებმა საკუთარ თვითმმართველობებზე უარი თავად თქვეს.

დღის ამბები