02 მაისი 2024,   04:20
ვრცლად
ეს საკითხი ცოტა არასერიოზულ რეჟიმში გადავიდა - მიხეილ გიორგაძე "საია"-ს პასუხობს 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ კვლევას, რომელიც პროექტ „ჩექინ ჯორჯიას“ მიერ, გასულ წელს საქართველოში ჩატარებულ კონცერტებს ეხება და სადაც დარღვევებზეა საუბარი, საქართველოს კულტურის მინისტრი ეხმაურება.

მიხეილ გიორგაძე „საია“-ს წარმომადგენელთა განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის დაპირისპირება კულტურის სამინისტროსთან პირადულ დამოკიდებულებაში გადავიდა.

გიორგაძის თქმით, კულტურის სამინისტრომ კონცერტებზე გაყიდულ ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაცია ონლაინ ბილეთების კომპანიისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ვფიქრობ, ცოტა არასერიოზულ რეჟიმში გადავიდა ეს საკითხი. სამჯერ ზედიზედ მოუწიათ უკვე საკუთარი სარჩელის გამოტანა. პირადად მე მათ კომპეტენციაში არ შევიტანდი რაიმე ეჭვს, უბრალოდ მე მეჩვენება, რომ უკვე პირადულ დამოკიდებულებაში გადადის ეს ყველაფერი და რაღაც ჩასაფრების რეჟიმში, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კი დარღვევებზე საუბრობს. საუბარია გასულ წელს სამ კონცერტზე გაყიდულ ბილეთებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბილეთები, რომელიც ონლაინ გაიყიდა შეიძინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან მხოლოდ 5,23%-მა, ხოლო საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით, ამ სამ ღონისძიებას მხოლოდ 0,5% ესწრებოდა. ეს ციფრები ორგანიზაციის განცხადებით, განსხვავდება იმ ციფრებისგან, რომელზეც კულტურის მინისტრი საუბრობდა.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ „ჩექინ ჯორჯიას“ პროექტების მიზანი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდა იყო, რაც ოფიციალური დოკუმენტებით არ დასტურდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები