26 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
გერმანია თურქეთთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვას აპირებს

გერმანია თურქეთთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვას აპირებს. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რომელმაც ანკარასთან უთანხმოების გამო, საზაფხულო შვებულება შეწყვიტა.

ზიგმარ გაბრიელმა თურქეთის წინააღმდეგ ზომები დააანონსა, მათ შორის, გამკაცრდება უსაფრთხოების რეკომენდაციები თურქეთში გამგზავრების მსურველთათვის და გადაიხედება ქვეყნის ეკონომიკური დახმარების პირობები.

ბერლინი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებასაც გეგმავს. ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი თურქეთში გერმანელი უფლებადამცველისა და მისი 5 კოლეგის დაპატიმრება გახდა.

დღის ამბები