26 აპრილი 2024,   05:06
ვრცლად
აზერბაიჯანული თეატრის დასი ავარიულ შენობაში - პასუხისმგებელი უწყებები ალტერნატიულ სივრცეს არ აძლევენ

აზერბაიჯანული თეატრის დასი თბილისში სპექტაკლებისთვის ავარიულ შენობაში ემზადება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობის აღდგენა შეუძლებელია.

2004 წლიდან თეატრი პაუზის შემდეგ ავარიულ შენობას დაუბრუნდა, სადაც 21 ოჯახთან, მაღაზიებსა და რესტორნებთან ერთად, ახალი თეატრალური ცხოვრება უკვე შემცირებულ და ჩამოშლილი კედლებში თავიდან დაიწყო.

10-კაციანი დასი და კიდევ უფრო ნაკლები შემადგენლობის თეატრის მმართველთა გუნდი, არსებულ ვითარებასთან გასამკლავებლად  სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობით ცდილობს, თუმცა სურათი წლებია უცვლელია.

ვიდრე კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყებები ალტერნატიული სივრცის შესახებ დაპირებას რეალობად აქცევენ, აზერბაიჯანული თეატრის მსახიობები სეზონის ბოლო პრემიერისთვის ემზადებიან და მაყურებელს გორგასლის პირველ ნომერში ელოდებიან. 

დღის ამბები