17 მაისი 2024,   06:57
ვრცლად
ე.წ. ქართველთა მარშის აქცის აღმაშენებლის გამზირზე დღეს არ გაიმართება

ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები აქციას აღმაშენებლის გამზირზე დღეს არ გამართავენ. ამის შესახებ განცხადება აღმაშენებლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მისულმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. გადაწყვეტილების მოტივად მან სამატრიარქოს განცხადება დაასახელა.

ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლები აღმაშენებელზე დაახლოებით 2 საათის წინ გამოჩნდნენ, თუმცა ბრეგაძის განცხადებით, ეს იყვნენ ის პირები, ვისაც საპატრიარქოს განცხადებაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. საბოლოო გადაწყვეტილების ტანახმად კი ისინი აქციას აღარ ჩაატარებენ და ამრჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მოწოდების თანახმად, ე.წ. ქართველთა მარშის აქცია არ გაიმართება. დღეს ორგანიზატორები საპატრიარქოს წარმომადგენლებს სნოში შეხვდნენ. მოგვიანებით საპატრიარქომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და „ევროპული საქართველოსა“ და ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლების აქციის გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები