საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილ აქციებს ეხმაურება. საპატრიარქო ორივე ორგანიზტორს - "ვეროპულ საქართველოსა" და ე.წ. ქართველთა მარშს მოუწოდებს თავი შეიკავონ აქციის გამართვისგან.
საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.
მოვუწოდებთ ,,ქართული მარშის“ და ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები."