17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. 58-ე არმიის სწავლებაში, საერთო ჯამში, 16 ათასი ჯარისკაცი და 4 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებაში ვარჯიშობენ. წვრთნა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, მიზანი კი ყველა სამხედრო ნაწილისთვის საბრძოლო მზადყოფნის საერთო წესების შემუშავებაა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გარდა, მანევრები ჩრდილო კავკასიის რეგიონშიც მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს 2008 წელს დადებული შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევაა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, ნამდვილად, რომ ასეთი მანევრები წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის და გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ევროპისათვის, ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები გეგმიურია და კრემლი საკუთარ ძალებს ცდის, რათა გაიგოს, რამდენად მომზადებულია.

დღის ამბები