17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მწერლები, პოლიტიკოსები და თეოლოგები პრემიერის სიტყვებს, საქართველოში სეკულარიზმის უადგილობასთან დაკავშირებით, მკაცრად აკრიტიკებენ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ, გუშინ, სოფელ სნოში გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოში სეკულარიზმი კლასიკური გაგებით უადგილოა, კრიტიკის საგანი გახდა. ის, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, საერო და სასულიერო ხელისუფლების უფლებები მკაცრად გამიჯნულია, ეწერა ჯერ კიდევ ქვეყნის პირველ, 1921 წლის კონსტიტუციაში. იგივე წერია დღესაც, ქვეყნის მთავარ კანონში, თუმცა ვითარება რადიკალურად გუშინ შეიცვალა.

კონსტიტუციის შეურაცხყოფა და რელიგიური პოპულიზმი - ასე შეაფასა მწერალმა ლაშა ბუღაძემ მთვარობის მეთაურის განცხადება.

„რესპუბლიკელმა“ ხათუნა სამნიძემ პრემიერის ამ სიტყვებში საგანგაშო ტენდენცია დაინახა. ფიქრობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ ამ გზას გააგრძელებს, ქვეყანა არჩეული ევროპული რელსებიდან გადავა.

პრემიერის სკანდალური განცხადების მიღმა რუსულ გავლენა დაინახა საპარლამენტო ოპოზიციამ. ისინი პარალელებს რუსეთის საპატრიარქოსა და მმართველი პოლიტელიტის მჭიდრო კავშირებზე ავლებენ და ფიქრობენ, რომ პრემიერს საქართველოც ამ გზით მიჰყავს. უმცირესობაში ამბობენ, რომ რუსული მოდელის გადმოღებით საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

თეოლოგები, ფიქრობენ, რომ პრემიერმა სიტყვა სეკულრიზმის განმარტება შეცდომით იცის და თავადაც ვერ მიხვდა, რა თქვა გუშინ სოფელ სნოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები