02 მაისი 2024,   02:06
ვრცლად
არ შეიძლებოდა, რომ მეუფე პეტრეს ეზიარებინა? - გიორგი ანდრიაძის კითხვა მამა ანდრია სარიას

„არ შეიძლებოდა, რომ მეუფე პეტრეს ეზიარებინა მამა გიორგი?“ - ეს კითხვა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ანდრიაძემ, ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარს, მამა ანდრია სარიას, გადაცემა არჩევანში მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით დაუსვა.

მამა ანდრიამ ამ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასულიერო პირებს არ შეატანინეს ზიარებისთვის საჭირო ნივთები. 

„თუ ზიარების საკითხს ეხება, არ შეატანინეს სასულიერო პირებს, სასულიერო პირებს, ვისაც უნდოდა შეტანა. თქვეს, რომ არ შეიძლებაო და შემდეგ, მეუფე პეტრე მეორეჯერ არ შეუშვეს და ვინ როგორ აზიარებდა,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.

გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ირგვლივ „სპექტაკლი მიმდინარეობს" და ამბობს, რომ "ეს ყველაფერი მოგონილი თემაა".

ანდრიაძე ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი უნდა იქნას მოთხოვნილი.

„სცენარი შედგენილია იმ ძალების მიერ, რომელთა მიზანი იყო ეკლესიის დისკრედიტაცია,“ - ამბობს ანდრიაძე.

დღის ამბები