17 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
"კარგად დაფიქრდეს, მის წინამორბედს რა ბედი ეწია, ანალოგიური ქმედებისთვის,“ - ალეკო ელისაშვილი ნარმანიას მიერ ასობით ადამიანის დასაქმებაზე საუბრობს

„ნარმანია ყველაფერს ასე რომ აწერს ხელს, კარგად დაფიქრდეს, მის წინამორბედს რა ბედი ეწია, ანალოგიური ქმედებისთვის,“ - ასე ეხმაურება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი "კურიერში" გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დავით ნარმანიას მიერ მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის ბიუჯეტის „პარტიულ ბიუჯეტად“ გადაკეთებას ბოლო უნდა მოეღოს.

„გავიხსენოთ, ნარმანიას წინ რომ მერი იყო, რატომ იჯდა ის ციხეში? ანალოგიური რამის გამო. პარტ-აქტივი დაასაქმა და კოორდინატორებზე გასცემდა პრემიებს. ამიტომ გამოიტანეს 50 მილიონი თბილისის განვითარების ფონდიდან. ზუსტად იგივე ხდება ახლა. ნარმანია ყველაფერს ასე რომ აწერს ხელს, კარგად დაფიქრდეს, მის წინამორბედს რა ბედი ეწია, ანალოგიური ქმედებისთვის, ეს გაიხსენოს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე ბრიფინგი გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა. განცხადება გააკეთა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამაც.

 

დღის ამბები