06 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
მაიკ პენსის გამოსამშვიდობებელი აქცია "ენმ"-ის ოფისთან

ამერიკის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსს გამოსამშვიდობებელი აქციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეკრებილმა პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა გააცილეს. მათ ტრასპარანეტებით ვიცე პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

მათ პლაკატებზე ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობასთან და  საქართველოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებული წარწერები ჰქონდათ გაკეთებული. 

„ჩვენ გვინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის ვიცე პრეზიდენტს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად, ამ ურთიერთობის განსამტკიცებლად და შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ვინაიდან, ამერიკა მეგობრებს ირჩევს ფუნდამენტური ღირებულებებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ მაიკ პენსს საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზისციის წევრები უკვე შეხვდნენ. 

დღის ამბები