06 მაისი 2024,   12:57
ვრცლად
მარგველაშვილი ტრამპს სთხოვს, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს საკითხებში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინიციატივით მიმართა ამერიკის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. 

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს საკითხებში სეციალური წარმომადგენლის დანიშვნა კიდევ უფრო გააღრმავებს პოლიტიკური დიალოგს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

 

 

დღის ამბები