06 მაისი 2024,   14:12
ვრცლად
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის შეხვედრა სამხედროებთან შერეულ საავიაციო ბაზაზე და პოლიტიკური მესიჯები

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა, საქართველოდან მონტენეგროში გამგზავრებამდე, შერეულ საავიაციო ბაზაზე შეკრებილ ჯარისკაცებს და პოლიტიკურ პირებს მიმართა და მათ პირობა მისცა, რომ ვაშინგტონი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დაეხმარება.

მაიკ პენსმა მრავალეროვანი წვრთნის ღირსეული პარტნიორი 2017-ის მონაწილე სამხედროებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა არ მისცემს მოსკოვს უფლებას, სხვა ქვეყნის საზღვრები შეცვალოს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ბაზაზე საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, შეხვდა და საქართველოს გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და რუსულ ოკუპაციაზე ესაუბრა.

შეკრებილ სამხედროებს გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის ერებს თავისუფლებისკენ სწრაფვა აერთიანებთ.

მაიკ პენსის მკაფიო პოლიტიკური მესიჯები საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიული შანსია.

დღის ამბები