06 მაისი 2024,   11:42
ვრცლად
აშშ-ის მეორე ლედის, კარენ პენსის, საქართველოში ვიზიტის დეტალები

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი, თბილისს მეუღლესთან, კარენ პენსთან, ერთად ეწვია.

აშშ-ის მეორე ლედიმ საქართველოში ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის პაციენტებს შეხვდა და მათ მიერ არტ-თერაპიის დროს შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა.

კარენ პენსმა კამარას წარმომადგენლები სასარგებლო და მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო პროგრამის ჩატარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

აშშ-ის მეორე ლედი ათწლეულზე მეტია, არტ-თერაპიითაა დაინტერესებული. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე 2006 წლიდან ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთაც მედიცინის ამ დარგის განვითარებას და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

კარენ პენსი თბილისის ისტორიის მუზეუმს საკუთარი ინიციატივით ესტუმრა და ქართველი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერა. ამერიკელი პოეტის, რობერტ ფროსტის, პოემების მიხედვით შექმინილი ნამუშევრები მხატვარმა, ოლესია თავაძემ, კარენ პენსს პირადად გააცნო.

დღის ამბები