06 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
მესტიაში ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა

მესტიის კულტურული მემკვიდრეობისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრები გამოიფინა. ქანდაკება, გობელენი და ფერწერა-ნამუშევრები გარდამავალ პოლიტიკურ ეპოქებს ადამიანების ღირებულებებს და სამყაროს აღქმას ეძღვნება.

ნამუშევრების მასალაც, თემატიკაც და გარემოც მთლიანობაში კაცობრიობის წყვდიადიდან სინათლისკენ სწრაფვას ასახავს, რაც ხელოვანმა კომპოზიციების თემატურად განლაგებით და ნეონის ნათურებით გამოხატა.

წარსული, აწმყო და მომავალი - ამერიკელი ხელოვანის ნამუშევრები გარდამავალი სამყაროს ილუზიურ აღქმას ასახავს. 

დღის ამბები