06 მაისი 2024,   11:15
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნა - გავრცელებული ინფორმაციით, მარგველაშვილის მსგავსი ინიციატივა კვირიკაშვილსაც ქონდა

„რადგანაც პრეზიდენტისგან წამოვიდა, კარგი ინიციატივაც რომ იყოს, ყველაფერზე ცუდი რეაქცია უნდა ქონდეთ, რომ ეტყობა ბიძინა არ გაღიზიანდეს,“ - ეს განცხადება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივის შესახებ გააკეთა.

ხარშილაძის შეფასებით, პრეზიდენტის ინიციატივა შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, საინტერესოა.

„ჩემი აზრით, არა მარტო დროულია, არამედ მთავრობას უფრო ადრე უნდა ეფიქრა ამაზე,“ - აღნიშნავს ხარშილაძე.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ინიციატივა ცუდი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად ექნება მას მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან.

„ცუდი შეიძლება ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენად ექნება ხელშეწყობა ამას თუნდაც საქართველოს მთავრობისგან, რამდენად იმუშავებს ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ მოხდეს ამ ინიციატივის გაგრძელდება,“ - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

ჟურნალისტის ირაკლი ტაბლიაშვილის ინფორმაციით, რომელიც მან მიაწოდა „კურიერს“, მსგავსი ინიციატივით აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მიმართა.

„მას ექნება კომუნიკაცია ტილერსონთან, მას ექნება პენსთან კომუნიკაცია, ექნება ტრამპთან უშუალო კომუნიკაცია და შესაბამისად, ეს არის ძალიან საინტერესო წინადადება, რომლითაც მიმართა პრეზიდენტმა. აქვე გეტყვით, რომ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პრემიერ კვირიკაშვილსაც ჰქონდა დაახლოებთ მსგავსი წინადადება, უფრო ზოგადი ხასიათის და ის მსჯელობდა იმაზე, რომ იქნება კომუნიკაციის ახალი, სხვა ფორმატებიც იყოს მოფიქრებული. ეს ექსკლუზიურად თქვენთვის,“ - განაცხადა ტაბლიაშვილმა. 

ირაკლი ტაბლიაშვილის ინფორმაციას, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში "კურიერთან" არც ადასტურებენ და უარყოფენ.

დღის ამბები