06 მაისი 2024,   14:29
ვრცლად
პენტაგონმა კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

პენტაგონმა კონტინენტთაშორის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეუიარაღებელი რაკეტა კალიფორნიის საჰაერო ძალების ბაზიდან გაუშვეს.

სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ შეერთებული შტატების ბირთვული პოტენციალი მზად არის ქვეყანა და მისი მოკავშირეები ნებისმიერი თავდასხმისგან დაიცვას.

ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ რაკეტა ჩრდილოეთ კორეის ბოლოდროინდელი ქმედებების საპასუხოდ არ გაუშვიათ.

დღის ამბები