06 მაისი 2024,   12:20
ვრცლად
ვენეციის კომისია საქართველოდან უმრავლესობასა და ოპოზიციას სტრასბურგში ელოდება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისია "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის კონსულტაციებს უზრუნველყოფს. ჯანი ბუკიკიო უმრავლესობის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სტრასბურგში 6 სექტემბერს ელოდება.

ჯანი ბუკიკიო განმარტავს, რომ ვენეციის კომისია მზად არის, შუამავლის ფუნქცია იტვირთოს, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება შედგეს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია სტრასბურგში გასამგზავრებლად უკვე ემზადება. ვენეციის კომისიის ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლას საპარლამენტო ოპოზიციაც გეგმავს.

სტრასბურგში ჩასვლას გეგმავს მმართველი პარტიაც, თუმცა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების სადავო საკითხებიდან რომელიმე თემაზე დათმობას.

ვენეციის კომისიის შუამავლობით შეხვედრის გამართვის ინიციატივა 9 არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას ეკუთვნის.

 

ავტორი: თამთა ჯიქია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები