06 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
სროლა ბათუმის ღამის კლუბში - ერთ-ერთი დაჭრილი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ტურისტია

კლუბ „სექტორ 26“- ში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი პირი ბათუმის ორ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 23 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. მის ვინაობას ამ დრომდე ასაიდუმლოებენ ძალოვნები. სავარაუდოდ, ის აზერბაიჯანიდან ჩამოსული ტურისტია.

მეორეს კი, ლაშა ჭუმბურიძეს, რომელიც კლუბის დაცვის თანამშრომელია, ჭრილობა ხელის არეში აქვს.

საქმის გამოძიება მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა. არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც პროკურატურაში  არ ამხელენ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე და რეალურად რამდენი პირია დაჭრილი.

ცნობილია, რომ 23 წლის ახალგაზრდა აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გაურკვეველია, რა მიზეზით დაიწყო სროლა. როგორც თვითმხილველები პირად საუბრებში ამბობენ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში თანამშრომლებსა და სტუმრებს ხელმძღვანელობამ ადგილის დატოვება მოსთხოვა და კლუბი დაიკეტა.

დღის ამბები