06 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟი - "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირება წლების შემდეგ ისევ აქტუალურია

მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" თბილისელებს ე.წ. ხრუშჩოვკების დემონტაჟს ჰპირდება. სოციალურ ქსელში კალაძის წინასაარჩევნო დაპირება გავრცელდა. პოლიტიკური პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კალაძეს პლაგიატობაში ადანაშაულებს, რადგან რამდენიმე თვის წინ ეს ინიციატივა სწორედ ვაშაძეს ჰქონდა. მან არქიტექტორებსა და ინვესტორებთან შეთანხმებული პროექტი მაისში გაასაჯაროვა, რომელიც საბჭოთა პერიოდის კორპუსების ნაცვლად, თბილისის ცენტრში ახალი ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.

ვაშაძე ფიქრობს, რომ კალაძის მიერ მისი ინიციატივის გამეორება მხოლოდ წინასაარჩევნო პიარის ნაწილია. "ახალი საქართველოს" ლიდერი, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებისთვის გაერთიანებას სთავაზობს. 

"ქართულ ოცნებაში" კახი კალაძე არ არის ერთადერთი, რომელსაც ე.წ ”ხრუშჩოვკების” დემონტაჟის ინიციატივა ეკუთვნის. 2013 წელს, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა არაბ ინვესტორებთან ამ მიზნით მემორანდუმიც კი გააფორმა. თბილისში არცერთი კორპუსის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირება წლების შემდეგ ისევ აქტუალურია. კალაძის ამ დაპირებას წინასაარჩევნო პიარის ნაწილად მიიჩნევენ მისი ოპონენტები.

დავით ნარმანია კანდიდატის ინიციატივას იწონებს, თუმცა ამ შეფასების მიუხედავად, არ აკონკრეტებს, რატომ არ მოხდა მისი მერობის პერიოდში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება.

დღის ამბები