19 მაისი 2024,   00:29
ვრცლად
რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი ოკუპირებულ რეგიონებში, რუსული პოლიტიკის გაგრძელებას ემსახურება - კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. მისი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებები რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობაა.

„ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით, ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ვართ - ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ მდგომარეობის დასარეგულირებლად, ძალა არ უნდა დაიშუროს და პრობლემა მშვიდობიანად, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოაგვაროს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არცერთ ჩვენგანს და მე პირადად, რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები