19 მაისი 2024,   11:29
ვრცლად
მერიის მაღალჩინოსნები, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოში არ გამოცხადდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული სხდომა საკრებულოში ჩაიშალა. მერიის მაღალჩინოსნები, ოპონენტების მოთხოვნის მიუხედავად, საკრებულოში არ გამოცხადდნენ. ოპოზიცია მათგან დეტალურ განმარტებას ითხოვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაინიშნა მერიაში 600 ადამიანი ერთ დღეში. 

„ამ ადმიანებმა დაარღვიეს როგორც ორგანული კანონი, ისე საკრებულოს რეგლამენტი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას და სავარაუდოდ მივმართავთ სასამართლოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ კანონი დაარღვიე, მარგამ ეს არი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მარინა დათუკიშვილმა.

რატომ არ მივიდნენ სკარებულოში მერის მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი, მერიაში არ განუმარტავთ. მათ ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა რომ მერიის მაღალჩინოსნებს არ ეცალათ. გიორგი ალიბეგაშვილის აზრით, ამ შემთხვევაში, არაფერი არა ბუნებრივი არ ხდება.

„ერთ-ერთი ჩვენთვის ყველასათვის ნაცნობი, ეს გახლავთ, ვთქვათ, პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი და სხვა უამრავი პროექტი. მე არ ვიტყვი, რომ ყველანი პეკინზე არიან წასულები, სხვაგანაც არიან წასულები, ასე რომ, აქ არაფერი არაბუნებრივი არ ხდება,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები