06 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
თავდასხმა მინესოტას შტატში მდებარე მეჩეთზე - შემთხვევას ამერიკელი ძალოვანები იძიებენ

მინესოტას შტატში, მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას, ამერიკელი ძალოვანები იძიებენ. ქალაქ ბლუმინგტონში მდებარე მუსლიმთა სალოცავში დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს.

აფეთქებამ მეჩეთი მნიშვნელოვნად დააზიანა, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, რადგან, აფეთქება გამთენიის 5 საათზე, დილის ლოცვების დაწყებამდე მოხდა.

სალოცავის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. გამოძიებაში ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჩაერთო.

დღის ამბები