06 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურად დაუცველ ქალბატონს ესტუმრა

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 84 წლის თათუშა ბერაიას ესტუმრა და მისი პრობლემები მოისმინა. როგორც გაირკვა, ქალბატონს სოციალური დახმარება მარტში მოუხსნეს.

ბერაიას თქმით, მისთვის მიზეზები არავის განუმარტავს. ასაკოვანი ქალბატონი ონკოლოგიური პაციენტია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც აწუხებს.

„იმის ნაცვლად, რომ გაუზარდონ პენსია, გაუზარდონ დახმარება, უხსნიან სოციალურ დახმარებას სრულიად უსამართლოდ. იმიტომ, რომ დღეს მოქმედებს აბსოლუტურად უსამართლო მოღრეცილი სისტემა, როდესაც პრემიებში და დანამატებში იზრდიან ფულს და ადამიანებს აკლებენ. ჩვენ რომ ავიღოთ მხოლოდ პრემიების და დანამატების ფული, შესაძლებელი იქნება, რომ დაახლოებით 10 ათას ადამიანს გავუზარდოთ სოციალური დახმარება 70 ლარით,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები