19 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის ვიზიტი სოხუმში - ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სოხუმში დაგეგმილ ვიზიტს პროვოკაციად და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობად აფასებენ ოპოზიციაში.

მათი თქმით, მოსკოვი აგრესიულ ქმედებებსა და პროვოკაციულ ნაბიჯებს მომავალშიც განახორციელებს. ოპონენტები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო ასპარეზზე საკითხის მუდმივად დაყენებას მოითხოვენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრის გიორგი ტუღუშის თქმით, ვიზიტი ოკუპაციის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა.

„პუტინის ეს დაგეგმილი ვიზიტი აფხაზეთში ერთგვარი დაგვირგვინებაა მთელი რიგი იმ დესტრუქციული ქმედებების, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს მთელი ოკუპაციის მანძილზე. ჩვენთვის კიდევ ერთხელ სიგნალია იმისა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი და დალაგების მცდელობები არის ფუჭი,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ ამგვარ ქმედებებზე შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენს.

დღის ამბები