17 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომი - საქართველომ 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა

8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეა. თარიღის აღსანიშვნავად ძმათა სასაფლაოზე დილიდან ავლენ პოლიტიკოსები და გარდაცვლილთა ახლობლები. ამ წუთებში აქ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და კანონმდებლებს ელოდებიან. დღესვე დაღუპულ მეომრებს მუხათგვერდში პატივს მიაგებს საქართველოს პრეზინდეტი.

2008 წლის 7-8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში მობილიზებული რუსული სამხედრო დანაყოფებისა და ოსი სეპარატისტების პროვოკაციები ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს 5 დღიანი ომის შედეგად საქართველომ 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა - აქედან ნახევარზე მეტი სამოქალაქო პირი იყო.

ომის შემდგომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს კოდორის ხეობა და შიდა ქართლის რეგიონის დიდი ნაწილი, რის შემდეგაც დაიწყო და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაციის პროცესი. 

დღის ამბები