02 მაისი 2024,   04:57
ვრცლად
სოფელ ერგნეთში ახლადგახსნილ ომის მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დაეხმარება

სოფელ ერგნეთში ახლადგახსნილ ომის მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დაეხმარება.

მუზეუმი იმ სახლის მარანშია მოწყობილი, რომელსაც 2008 წელს კასეტური ნაღმი დაეცა.

მუზეუმი, რომელიც თავად სახლის მეპატრონემ მოაწყო და აფეთქების შემდეგ გადარჩენილი ყველა ნივთი გამოფინა, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

„რუსული ოკუპაციიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეიქმნა ომის მუზეუმი, რომელიც რეალურად აჩვენებს მოვლენათა იმ განვითარებას, ოკუპაციის იმ მძიმე შედეგებს, რომლებიც აქ, ადგილობრივმა მოსახლეობამ იწვნია საკუთარ თავზე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დღის ამბები