02 მაისი 2024,   05:22
ვრცლად
"ქრონიკა პლიუსის" თანამშრომლებმა ენგურის ხიდზე ოკუპაცია და აფხაზეთში პუტინის ვიზიტი გააპროტესტეს

ენგურის ხიდზე დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ქრონიკა პლუსის თანამშრომლებმა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს ოკუპაცია და აფხაზეთში პუტინის ვიზიტი გააპროტესტეს.

მათი თქმით, ხელისუფლება შერჩევით პოლიტიკას აწარმოებს და არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, სადაც ყველა პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას.

„ჩვენ მოვედით აქ იმიტომ, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი რუსულ ოკუპაციას არ შეეგუება. დღეს დავიწყებთ დიდ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს იქნება ჩვენს ამერიკელ თანამემამულეებთან ერთად, პარტნიორებთან ერთად, ორგანიზაცია ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის. ეს იქნება მოძრაობა ქვეყნის დეოკუპაციისთვის,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები