02 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
ოკუპანტ ქვეყანასთან თვითნებური მოლაპარაკება დასჯადი იყოს - თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას პარლამენტი შემოდგომაზე განიხილავს

პროდასავლური პარტიები ახალი ინიციატივით პარლამენტს უკვე სექტემბერში მიმართავენ. თავისუფალი დემოკრატები კანონის გამკაცრებას ითხოვენ, რაც ოკუპანტ ან საომარ მდგომარეობაში მყოფს ქვეყანასთან მოლაპარაკებებს ხელისუფლების გარეშე დასჯადს გახდის.

ეს ინიციატივა პოლიტიკურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

კანონმდებლობის ამ მიმართულებით გამკაცრების აუცილებლობაზე თავისუფალი დემოკრატები პატრიოტთა ალიანსის მოსკოვური შეხვედრების შემდეგ ალაპარაკდნენ.

პატრიოტთა ალიანსს დღეს თავისუფალი დემოკრატებისთვის არ უპასუხია. პარტიამ კურიერთან ინტერვიუზე უარი კიდევ ერთხელ თქვა.

შალვა შავგულიძის ინიციატივის საპასუხოდ დღეს ვრცელი განმარტება გააკეთა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა. ნინო ბურჯანაძემ ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებები და ვიზიტიც დააანონსა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტი დეტალურად გაეცნობა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, კანონპროექტის კანონად ქცევის იმედი არ აქვს საპარლამენტო ოპოზიციას.

თავისუფალი დემოკრატები საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე წარადგენენ. პარტიას მის დარეგისტრირებაში პროდასავლური ფრაქციები დაეხმარებიან.

დღის ამბები