02 მაისი 2024,   05:40
ვრცლად
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გმობს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება.

განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.

"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელიც მან 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე განახორციელა ისევე, როგორც მანამდე განხორციელებული სხვა ვიზიტები, არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაზე მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას.

"ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები