02 მაისი 2024,   04:04
ვრცლად
"სუპერ პუმების" გამოყენება - სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტში პირველ განმარტებებს აკეთებენ

თანამედროვე საფრენი აპარატების,"სუპერ პუმების" გამოყენების შესახებ, რომელიც 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული, კითხვები ჩნდება.

რატომ არ იყენებს სახელმწიფო საფრენ აპარატებს, ეს კითხვა 13 ივნისის სტიქიის შემდეგ კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება.

2 ცალი "სუპერ პუმა" წინა ხელისუფლებამ შეისყიდა და, როგორც მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, სწორედ სამაშველო სამუშაოებისთვის. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მფრინავი "სუპერ პუმა" საქართველოს ცაზე არავის უნახავს, არც 13 ივნისის სტიქიის და არც გუშინ მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის დროს. 

სასაზღვრო ავიაციის დეპარტამენტში დღეს პირველ განმარტებებს აკეთებენ, თუ რატომ არ მოხდა "სუპერ პუმების" გამოყენება გუშინ მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის დროს.

სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს მფრინავი, იოსებ არჯევანიშვილი, ამბობს, რომ „სუპერ პუმების“ გამოყენება სამაშველო ოპერაციების დროს დაშვებულია და მას ამ ფუნქციის შესრულება არ შეუძლია. მისი თქმით, კონკრეტული ვერტმფრენები ამისთვის განკუთვნილი არ არის.

„როგორც იცით, ორი "სუპერ პუმა“, რომელიც არის ჩვენს ბალანსზე, თანამედროვე აღჭურვილობისაა. წინამორბედმა მთავრობამ შეიძინა ეს ვერტმფრენები, რომელსაც დღეს ვიყენებთ  მხოლოდ სასაზღვრო მონიტორინგისთვის. ამ ვერტმფრენების გადაკეთება არ მოხერხდება. ეარბასს ისეთი ხელშეკრულება აქვს დადებული, რომ მხოლოდ გადაიცვლება და მიდის მოლაპარაკება, რომ სამ სამაშველო ვერტმფრენზე გადაიცვალოს,“ - განაცხადა იოსებ არჯევანიშვილმა.

ვერტმფრენები ჯერ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და მისი მოვლა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას დაევალა საბიუჯეტო დაფინანსების სანაცვლოდ, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში აღმოჩნდნენ.

დღის ამბები