02 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე კომბინირებული საბრძოლო სროლები 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე კომბინირებული საბრძოლო სროლები. სწავლება ღირსეული პარტნიორი 2017-ში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩაერთო.

ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელ წვრთნას თავდაცვის მინისტრი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ესწრებოდნენ.

პირველად დღეს, მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში, ვაზიანის პოლიგონზე ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა გამოჩნდა.

„თვითონ ამერიკული მხარე არის ძალიან კმაყოფილი, როგორც ჩვენი საწვრთნელი ინფრასტრუქტურით, ისე ჩვენი სამხედროების მომზადების მაღალი დონით. დღეს შერეული ასეული, რომელიც დაკომპლექტებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურეებით და ქართული შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებით, ამ წვრთნების ფარგლებში ახორციელებდა თავდაცვით და ასევე კონტრშეტევით ოპერაციის წვრთნებს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სწავლების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წვრთნები ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება.

წვრთნების ფარგლებში, პირველად ქართველ სამხედროებს საშუალება აქვთ, საბრძოლო მოქმედებაში უშუალოდ გამოსცადონ ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი, ასევე ბრედლის და სტრაიკერის ტიპის ტექნიკა.

დღის ამბები