02 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ახალ კანდიდატურებს - ზურაბ ალავიძე გუბერნატორების შესახებ

„უბრალოდ დაემთხვა და ორივე გუბერნატორი, ბატონი პაპუნა და ბატონი გია, სხვა სამსახურებში გადადიან," - ეს განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, გუბერნატორების თანამდებობიდან წასვლის შესახებ გააკეთა.

ალავიძე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულების თანამდებობიდან წასვლის მიზეზს განმარტავს.

მინისტრმა ასევე გურიის გუბერნატორს, გია სალუქვაძეს და  რაჭის გუბერნატორს, პაპუნა მარგველიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ წარმატება უსურვა.

„უბრალოდ დაემთხვა და ორივე გუბერნატორი, ბატონი პაპუნა და ბატონი გია, სხვა სამსახურებში გადადიან. აქედან გამომდინარე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ დაეტოვებინათ მათ თანამდებობები. რაც შეეხება მათ შემცვლელებს, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ახალ კანდიდატურებს. ბევრი ახალი გამოწვევებია რეგიონებში და დარწმუნებული ვართ, რომ ახლადდანიშნული გუბერნატორები თავს კარგად გაართმევენ,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

დღის ამბები