02 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
შედეგები ხანძრის შემდეგ - მთაწმინდა ერთ-ერთი ყველაზე მეწყერსაშიში ტერიტორიაა დედაქალაქში

გერმანელი ექსპერტი, რომელიც მთაწმინდის ფერდობს ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა, კურიერის უყვება, რომ ხანძრის შემდეგ ეს ტერიტორია საფრთხის წინაშეა.

ვალტერ ბენეკენდორფის თქმით, თუ ხანძრის კერის ადგილზე განაშენიანება არ დაიწყება, მეწყრული პროცესები განვითარდება. 

სატყეო ინჟინერი ევროპიდან, თბილისის მერიასთან რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა. 2013 წელს თბილისი დატოვა და დავით ნარმანიას რეკომენდაციები დაუტოვა, თუმცა მერმა უცხოელი ექსპერტის მოსაზრებები არ გაითვალისწინა.

გერმანელი ექსპერტი არაა ერთადერთი, ვინც მთაწმინდის ფერდობზე მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროებას ხედავს. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საფრთხე რეალურია და ხანძრის ადგილზე სასწრაფოდ ახალი ნარგავებია საჭირო.

გამწვანების სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ მთაწმინდის ფერდობზე მეწყერის საფრთხე არ არსებობს და დამწვარი ტერიტორიის განაშენიანების გეგმას მერია, ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავებს.

დღეს ნახანძრალ ფერდობზე სპეციალისტები გარემოსათვის მიყენებულ ზიანს აღწერდნენ.

დღის ამბები