02 მაისი 2024,   05:17
ვრცლად
ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

ჩინეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 250-ს აღწევს. 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სიჩუანის პროვინციაში მოხდა.

ბიძგების შემდეგ რეგიონში მეწყერიც ჩამოწვა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა და დაზიანდა ათობით საცხოვრებელი სახლი. საშიში ზონიდან ევაკუირებულია 45 ათასი ადამიანი.

განმეორებითი ბიძგები ჩინეთის დასავლეთ რეგიონში პერიოდულად მეორდება. ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდის იყო.

დღის ამბები