02 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
ღირსეული პარტნიორი 2017 - სამხედრო წვრთნებისას ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი" გამოიყენეს

ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი, რომელიც მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში პირველად გამოჩნდა. ღირსეული პარტნიორის მორიგი ლოკაცია დღეს ვაზიანის პოლიგონი იყო.

კომბინირებულ საბრძოლო სროლებში საჩვენებელი წვრთნა, თითქმის, ორ საათს გაგრძელდა. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დღევანდელ სწავლებაში ჯავშანმანქანა სტრაიკერი, ამერიკული ტანკი აბრამსი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლიც მონაწილეობდა.

ვაზიანის პოლიგონზე მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად, დაესწრო.

დღევანდელი სამხედრო სწავლების მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად ერთობლივი მოქმედებები და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზაცია იყო.

სამხედრო სწავლება 12 აგვისტოს ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.

დღის ამბები