26 აპრილი 2024,   06:35
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" საჩხერის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა

"ევროპულმა საქართველომ" საჩხერის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატი წარადგინა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" კანდიდატად კობა მოდებაძე წარუდგინა. პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.

"ევროპული საქართველოს" ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება. საჩხერეში პენსია 20 ლარით მოიმატებს. 

“საჩხერეში იგივე პრობლემებია, რაც მთელ დანარჩენ საქართველოში, აქაც ძალიან მაღალია უმუშევრობა, აქაც ზუსტად ისე უჭირთ პენსიონერებს გაზრდილ ფასებთან გამკლავება, აქაც არის ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი, რომელსაც უსამართლოდ მოუხსნეს დახმარება. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება გამოსწორება და სწორედ ეს არის "ევროპული საქართველოს" დაპირება, საჩხერესაც და მთელ საქართველოსაც, რომ უკვე წელს გაიზარდოს პენსია, აღდგეს უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები,“ - განაცხადა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები