17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
საკონსტიტუიო ცვლილებები - მესამე სექტორი მმართველ გუნდს დათმობებისკენ მოუწოდებს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხში შესულ პროცესებს მესამე სექტორი აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს დათმობებისკენ მოუწოდებს.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის განსხვავებული პოზიცია არსებობს.

„პრინციპული, რაზეც ყველა თანხმდება, გარდა უმრავლესობისა, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც ძალიან ნეგატიურად შეფასდა, როგორც ოპოზიციის, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტის, ომბუდსმენის, რაც მთავარია, თავად ვენეციის კომისიის მიერ. ეს არის კვლავაც იმ მოდელის შენარჩუნება საარჩვენო სისტემის სახით, რომელიც გვაქვს დღეს,“ - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

გიორგი კლდიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არსებული საპარლამენტო სისტემა დემოკრატიის განვითარებას აფერხებს.

„პრინციპული არის, რომ შეცვლილი იყოს როგორც დანაპირები იყო თავდაპირველად, პროპორციული სისტემა, რადგანაც სისტემა, რომელიც დღეს არის საარჩევნო სისტემის სახით, არ გვაძლევს ჩვენ საპარლამენტო პლურალიზმის, საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების საშუალებას,“ - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი. 

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე კონსულტაციებს სთავაზობს.

დღის ამბები