17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ოჯახი, რომელიც ხელისუფლებამ დასაჯა - უდუმაშვილი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, დიდ დიღომში მცხოვრებ 29 წლის გიორგი ხუციშვილს სახლში ესტუმრა. გიორგი დაუნის სინდრომის მძიმე ფორმით არის ავად.

ერთი წლის წინ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. მიზეზი კი მრავალი წლის წინ დაგებული პარკეტი გახდა. გიორგი დედასთან, მანანა ხუციშვილთან, ერთად ცხოვრობს, რომელიც უმუშევარია.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოჯახში, რომელიც ხელისუფლებამ დასაჯა, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამ ხალხს არ გააჩნია არანაირი შემოსავალი, ჰყავთ შვილი, რომელიც მუდმივი მეურვეობის ქვეშ უნდა იყოს და, უბრალოდ, ერთი წუთით არ შეიძლება ამ ბიჭის დატოვება მარტო და ამ ხალხს მოუხსნეს სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ, რომ ორი ოთახია ბინა და პარკეტია დაგებული. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა გაჭირვებული მოსახლეობის მიმართ,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

დღის ამბები