17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
"ღირსეული პარტნიორი 2017" დასრულდა

ღირსეული პარტნიორი 2017 დასრულებულია. მრავალეროვნული სწავლების საზეიმო ცერემონია ვაზიანის პოლიგონზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ქვეყნის მთავარსარდალმა, მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ცერემონიალის დასაწყისში გარდაცვლილ გმირებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ქართულ-ამერიკული მხარეების პარტნიორობაზე გაამახვილა. მან ისაუბრა აღნიშნული წვრთნების მნიშვნელობაზე. ასევე, გაიხსენა ავღანეთში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

ვაზიანის პოლიგონზე, ნორიოს საწვრთნელ ბაზასა და ვაზიანის აეროდრომზე წვრთნების დასრულების შემდეგ ქვეყნის მთავარსარდალმა ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

ღირსეული პარტნიორი 2017 საქართველოში ორი კვირის განმავლობაში იმართებოდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ტექნიკა იყო დისლოცირებული. წვრთნებში ამ დროის განმავლობაში მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის 2800 სამხედრო მოსამსახურე იღებდა.

 

დღის ამბები