02 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
რაჭაში გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დასაკავშირებლად ალტერნატიული გზის გაწმენდა დაიწყეს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე 900-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. მეწყერმა სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზა ჩახერგა. პარალელურად, სპეციალისტები ალტერნატიულ გზასაც წმენდენ. მათი თქმით, შემოვლითი გზის მცირე ნაწილის შეკეთების შემთხვევაში, სოფლამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანებით მაინც მოხერხდება.

დღეს სოფლებში, სადაც ადგილობრივებთან ერთად, დამსვენებლებიც იმყოფებიან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმებმა საკაცე და საჭირო მედიკამენტები მეწყერის მეორე მხარეს ხელით გადაიტანეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ინტენსიური ქვათაცვენა შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, ბოლოს კი მიწის მოზრდილი მასა ჩამოწვა. ადგილზე სამშენებლო ტექნიკა მუშაობს, რათა გზის გაწმენდა ნაწილობრივ მაინც მოხდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები