20 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
ოპოზიცია სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერზე გამოძიების დროულ დაწყებას ითხოვს

ცნობილი რუსი ტელეწამყვანებისა და პრანკერების მიერ გავრცელებული სკანდალური სატელეფონო ჩანაწერიდან 36 საათზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს არც ერთ უწყებას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენასა და გამოძიების დროულ დაწყებას ითხოვენ ოპოზიციური პარტიები. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურდება, ოპოზიციის ნაწილი შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

უკრაინულმა გამოცემა სტრანა უამ გუშინ სატელეფონო ჩანაწერი გამოქვეყნა, სადაც ტელეწამყვანები ლექსუსი და ვოვანი, სავარაუდოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ურეკავენ, თავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად წარუდგენენ და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ ესაუბრებიან.

ჩანაწერის ნამდვილობას შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, ხოლო თავად პრანკერები მზად არიან, მისი უტყუარობა საერთაშორისო ექსპერტიზაზე დაამტკიცონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები