20 მაისი 2024,   01:35
ვრცლად
ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება - პრეზიდენტი 

აფხაზეთის ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი 25 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.

პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ტერიტორიების დეოკუპაცია რჩება.

“სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის, სიცოცხლე შეიწირა. ასეულობით ათასი ადამიანი აქცია დევნილად საკუთარ სამშობლოში. მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკითაა  შესაძლებელი," - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

დღის ამბები